ბიოგრაფია

ნიკო ფიროსმანიშვილი
მოკლე ბიოგრაფიული ინფორმაცია.
ნიკო ფიროსმანის არის ის,ვინც ქართველებს ასე გვეამაყება. იგი იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც გამოიგონა ახალი ფერწერის ახალი ტექნიკა, რომელშიც წვლილი მიუძღვის არა მხოლოდ მის დიდი ნიჭს, არამედ სიდუხჭირესაც. იგი თავისი პრივიტიზმით ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიო მხარტვრებს შორის მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ის ძალიან ღარიბულად ცხოვრობდა და და ეს გახლდათ მისი გარდაცვალების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.სიცოცლის ჟამს ნიკო არ იყო დაფასებული ქართველი ხალხის მიერ.




დაბადების ადგილი, ოჯახი და ბავშვობის წლები
ნიკო ფიროსმანი დაიბადა კახეთში 1862წლის 5 მაისს. მისი მშობლები - ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლე ტოკლიკიშვილი იყვნენ ფერმერები. მათ ჰყავდათ რამდენიმე ძროხა და ხარი, პატარა ვენახი. არ იყვნენ არც ძალიან ღარიბები და არც მდიდრები. მათ სამი შვილი ჰყავდათ: ორი ქალიშვილი - მარიამ და პეპე და პატარა ნიკო.1870 წელს მისი მამა გაცივდა და გარდაიცვალა, ასე რომ მათი ოჯახის მოკლევადიანი ბედნიერება დასრულდა. ნიკო თავის სიყვარულის ნათესავების მიმართ ნახატებში აქსოვდა. მის ერთ-ერთ ნახატში რთველი კარგად ჩანს კაცი და ქალი რომლებიც ვენახში მუშაობენ, სავარაუდოდ მისი მშობლები არიან. მისი კიდევ ერთი ნახატი „დედა და შვილიც“ ალბათ დედას ეძღვნება, სწორედ იმავე შინაარსისაა მისი „მამა და შვილი“.ნიკომ ასევე დახატა მისი და ქოლგით და ქუდით რომლებიც მას მეუღლემ აჩუქა, ნახატს კი ასე ჰქვია „ გოგონა ქუდით და ქოლგით“. მისი და მარიამი გათხოვილი იყო თბილისში და პატარა ნიკოც თან წაიყვანეს.მაგრამ მალე მოხდა უბედური შემთხვევა,ნიკოს და და დედა დაიხოცნენ. სიძემ კი იგი ქალანთაროვების ოჯახში წაიყვანა და ნიკომ იქ მოსამსახურედ მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა.ამ ოჯახში ნიკოს ძალიან კარგად ექცეოდნენ, მან დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.სწორედ აქ ისწავლა ნიკალამ წერა-კითხვა და ძალიან კარგი გასართობიც აღმოაჩინა,მან თავისი ოთახის კედლების მოხატვა დაიწყო. შემდეგ იგი გადავიდა სხვა ოჯახში სამუშაოდ, სადაც მისი უფროსის ქალიშვილი შეუყვარდა, რომელიც იყო ქვრივი და მას ცოლობაც სთხოვა მაგრამ ქალის ოჯახმა ეს შეურაცხყოფად მიიღო და ნიკო სახლიდან გააგდეს.ამის შემდეგ მან დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება.

მარგარიტა, საიდან მოდის ლეგენდა...
ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატს წარმოადგენს ახალგაზრდა ქალბატონის პორტრეტი „მარგატიტა“, იგი იყო ბევრი რომანტიული ნაწარმოებისა თუ პოემის ავტორების შთაგონების წყარო.ცნობილია, რომ მარგარიტა იყო ფრანგი მოცეკვავე. იგი საქართველოში ჩამოვიდა 1905 წელს და შეხვდა ნიკო ფიროსმანს. ნიკალას იგი თავდავიწყებით შეუყვარდა და მისი გულის მოსანადირებლად გაყიდა სახლი და ამ ფულით ვარდები უყიდა მოცეკვავე ქალბატონს.ვინ იყო, რომ ქალი, რომელიც ნიკო უყვარდა და რომელიც იყო მისი უკვდავი მისი ტილოს მუზა? ამის შესაახებ ჩვენთვის თითქმის არაფერია ცნობილი.მხატვრის თაყვანისმცემელი წერს რომ ნიკომ არ იცოდა რაიყო სიყვარული სანამ მუშტაიდის ბაღში, კაფე შაიტანში არ ნახა ფრანგი ქალბატონი რომელიც„მაზურკაზე“ მღეროდა და ცეკვავდა.. ნიკო „დასნეულდა“..იგი მისმა სიყვარულმა დაატყვევა...ნიკოს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა,შეიძლება ითქვას რომ ერთადერთი რასაც ნიკომ ცხოვრება შეალია მარგარიტა იყო. ერთ დღეს ნიკომ აღმოაჩინა რომ მარგარიტამ მიატოვა და საფრანგეთში წავიდა, რადგან ხვდებოდა რომ ვარდების ზღვის გარდა ნიკოს მისთვის არაფრის მიცემა არ შეეძლო.ამ მოლენების შემდეგ ნიკომ თავისი ბედი ვაჭრობაში სცადა. სხვადასხვა სოციალური ფენის ხალხი მოდიოდა დუქანში სადაც ნიკალას დახატვას სთხოვდნენ. სწორედ ეს იყო ნიკო ფიროსმანის ერთ-ერთი და შეიძლება ითქვას უმთავრესი შემოსავლის წყარო.

ფიროსმანის აღმოჩენა
მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის ნიკო უკვე დუქანში აქტიურად მუშაობდა. დუქანში ნაშოვნი ფულით ირჩენდა თავს და საღებავებს ყიდულობდა.თითქმის ყველა დუქანში დაიკავა ადგილი ნიკოს ნახატებმა. დღითიდღე უფრო და უფრო მეტი ადამიანი ამჩნევდა ნიკოს ნიჭს და მის განსხვავებულ ხედვას. თუმცა სამწუხაროდ ამან გავლენა ვერ იქონია ნიკო ფიროსმანის მატერიალურ მდგომარეობაზე.მან ქართველი ხალხის აღიარება სიცოცხლეში ვერ მოიპოვა და გაუსაძლისი პირობების გამო ქართველმა ერმა გენიალური მხატვარი დაკარგა.



წყარო

15 comments:

  1. Replies
    1. გმადლობთ :) საუნივერსიტეტო პროექტისთვის გავაკეთე და არ მეგონა ხალხი თუ შემოდიოდა აქ :)

      Delete
    2. აუუუ რა კარგი წასაკითხია...

      Delete
  2. ვაღმერთებ ნიკო ფიროსმანს... ჩემთვის ის იდეალის შესაბამისი, ამაღლებული, არამიწიერი, საუკეთესო, სრულყოფილი მამაკაცის მაგალითი იყო...

    ReplyDelete
  3. saitis martva ar vici tore mec mindoda gameketebina !!
    radgan mec misi gvarisa var ))) mamidachemi mushaobs mis muz shi sopel mirzanshi ))

    ReplyDelete
  4. პრივიტიზმი კი არა, პრიმიტივიზმი !!
    მისი მშობლები ფერმერები არ ყოფილან - ფერმერები საქართელოში არ არსებობდნენ...
    და რაც მთავარია, ფიროსმანი იმ დროისთვის ყველაზე ძვირი, ინგლისური საღებავებით ხატავდა. ტილოზე კი იმიტომ არ ხატავდა, რომ მუშამბის ფაქტურა მოსწონდა.
    დანარჩენს აღარ გავარჩევ...
    მანამ ასეთ უბადრუკობას გამოაქვეყნებთ, ცოტა გაისარჯეთ და ინფორმაცია გადაამოწმეთ!

    ReplyDelete
  5. სოფი მადლობა, საინტერესოდ არის აღწერილი.

    ReplyDelete
  6. ნიკო ფიროსმანი დაიბადა საინგილოშო და არა კახეთში. მაგიტომაც უწერია ავტორს კახეთში და კონკრეტულად სად ეს არ უწერია.

    ReplyDelete
  7. ნიკო ფიროსმანი დაიბადა საინგილოშო და არა კახეთში. მაგიტომაც უწერია ავტორს კახეთში და კონკრეტულად სად ეს არ უწერია.

    ReplyDelete
  8. კარგით რა... მე აქ იმიტომ ვკითხულობ რომ ვიცოდე, თქვენ კი ჩხუბობთ სად დაიბადა...სად რა და სად რა. მეც კი ვხატავ ძმა.

    ReplyDelete
  9. გამომადგა სკოლის დავალებისთვის❤

    ReplyDelete