ფილმი "ფიროსმანი"

ფიროსმანი ქართული მხატვრული ფილმი, რომელიც ასახავს თვითნასწავლი მხატვრისნიკო ფიროსმანის ცხოვრებას.
ფილმიდან ”ფიროსმანი”













ქართველმა რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ გადაიღო ფილმი "ფიროსმანი" რომელშიც ნიკალას როლს ავთანდილ ვარაზი ასრულებს.
ფილმის შინაარსი ზუსტად ასახავს ნიკალას ცხოვრებასმირზაანიდან თბილისში ჩამოსულმა თვითნასწავლმა მხატვარმა ნიკო ფიროსმანაშვილმა ერთხანს მატარებლის გამყოლად იმუშავა, მერე დუქანი გახსნა, მაგრამ ვაჭრობას ალღო ვერ აუღო და დუქნების მოხატვას მიჰყო ხელი. ნაშოვნ გროშებს საღებავსა და ჭიქა ღვინოში ხარჯავდა, კაფე-შანტანის ფრანგ მოცეკვავე ქალზე, მარგარიტაზე ოცნებობდა... ერთხელ დუქანში შესული მხატვრები ნიკალას ნამუშევრებით დაინტერესდნენ, კითხვა-კითხვით მიაკვლიეს და მხატვართა საზოგადოების შეკრებაზე მიიწვიეს. გახარებულ ნიკალას პროფესიონალებთან გასაუბრების საშუალება მიეცა, მაგრამ მხატვრებმა ფიროსმანის ხელოვნება არ აღიარეს და გაზეთში მისი კარიკატურა გამოაქვეყნეს. მარტოსულმა, ავადმყოფმა ნიკალამ სიღატაკეში დალია სული.
ფილმმა ძალიან დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა და რამდენიმე პრიზიც კი მიიღო

  • ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრემია, 1973

  • გრან-პრიოქროს ჰიუგოჩიკაგოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1974

  • აზოლოს საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი, 1974



ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ უყუროთ ფილმს >>> :)




No comments:

Post a Comment